იკერება თუ არა ახალი სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილისა და ადეიშვილის წინააღმდეგ - რა წამოცდა პროცესზე ზაზა ბაქრაძეს
სამართალი - 19:58, 30 Mar, 2018     3860
რობაქიძის საქმის დღევანდელი სასამართლო პროცესიდან ირკვევა, რომ არსებობს განცალკევებული საქმე, რომლის შესახებაც ჩვენთვის აქამდე არაფერი იყო ცნობილი.

რატომ გაიჟღერა დღესვე პროცესზე სააკაშვილისა და ადეიშვილის გვარებმა? შესაძლოა თუ არა მათ წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე ვიხილოთ და რა საქმესთან დაკავშირებით მოაწერინეს ხელი გაუთქმელობაზე გირაოთი გათავისუფლებულ, ზაზა ბაქრაძეს, რომელიც იმ პერიოდისთვის კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო.

რობაქიძი საქმის დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტი“ შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს გურამ დონაძეს დაუკავშირდა.

_ბატონო გურამ, დღევანდელ სასამართლოზე ჩვენ ვიცით, რომ ზაზა ბაქრაძეს წამოცდა მსგავსი ფრაზა - მე პატიმრობაში ყოფნისას დავიკითხე ამ საქმის განცალკევებულ, მეორე საქმეზე, რომელზეც მაქვს გაუთქმელობის ხელწერილი დადებული და ვერ ვიტყვი რაზე დავიკიხე. ადასტურებთ ბაქრაძის ამ განცხადებას და თუ ხართ საქმის კურსში, რა განცალკევებულ საქმეზეა საუბარი?

_დიახ, ვადასტურებ. ზაზა ბაქრაძემ ყველასათვის მოულოდნელად გააკეთა განცხადება, რომ ის გამოძიებამ დაკითხა რაღაც საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ეს საქმე რა ირიბ თუ პირდაპირ შეხებაშია ამ საქმესთან არ ვიცით, რადგან ბაქრაძე გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე, არ გაამხილა, საქმის შინაარსი და არც ის, თუ რაზე დაიკითხა.

_თუმცა, საინტერესოა ის დეტალიც, რომ ზაზა ბაქრაძის ამ განცხადების შემდეგ, სოსო რობაქიძემ სასამართლო დარბაზში თქვენ ყველას მოგამრთათ, რომ დაახლოებით 6 თვეში ყველა გაიგებთ ამ გამოყოფილი, მეორე საქმის ახალ დეტალებს და პროკრუატურა დაასახელებს, რობაქიძის გარდაცვალების შემთხვევისას, იარაღის ჩადების ბრძანება რომელმა მაღალჩინოსანმა გასცა. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, ვის დასახელებას აპირებს სოსო რობაქიძე?

_დიახ, ეს ნამდვილად განაცხადა სოსო რობაქიძემ. ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა აქვე გეტყვით, რომ არც მაინცდამაინც მოულოდნელი არ ყოფილა იმ ფონზე, როცა თითქმის ერთი წლის განმავლობაში სოსო რობაქიძე მუდმივად ამბობს, მათ შორის მედიასთან ინტერვიუებში, რომ არის მეორე საქმე აღძრული. თუმცა რა მიმართულებით არის აღძრული, არავინ გვეუბნება, ფაქტია, გვიმალავენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ვერსიები.

_რა ვერსიები გაქვთ?

_სოსო რობაქიძეს რადენჯერმე წამოცდა, რომ თითქოსდა საქმე აღძრულია მაშინდელი დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორის ირაკლი წერეთლის მიმართ და დღეს უკვე გაისმა ახალი გვარები. ეს გახლავთ ლევან გვაზავა, ირაკლი ოქრუაშვილის მაშინდელი პირველი მოადგილე, და რაზეც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ლევან გვაზავაზე არ არის საქმე აღძღული და სავარაუდოდ, მას ამით აშანტაჟებენ, ან უწყობენ ახალ პროვოკაციას. ლევან გვაზავა ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკითხულია და მას ჩვენებაში უწერია, რომ მან არც იარაღების მიტანა იცის და არც მსგავსი არაფერი, ჩვენებაში უწერია, რომ შემთხვევის ადგილზე ის ფიზიკურად არც კი ყოფილა. ახლა რას უკერავენ გვაზავას არ ვიცი.

_დარბაზში ისიც გაისმა, რომ თითქოს ამ ყველაფრის ორგანიზატორი ზურაბ ადეიშვილი იყო...

_დიახ, გეთანხმებით, ამან გაიჟღერა, თითქოს ზურაბ ადეიშვილი იყო ყველაფრის ორგანიზატორი და რომ პატრულის იმიჯის გადასარჩენად, თითქოს მიხეილ სააკაშვილიც კი იყო ჩართული იარაღის ჩადების ბრძანების საქმეში.

_თქვენ რას უკავშირებთ ზურაბ ადეიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ხსენებას ამ კონტექსტში?

_ ჩემი, როგორც ჟურნალისტის გონივრული ეჭვია, რომ პროკურატურა სავარაუდოდ (ეჭვის დონეზე ვამბობ და არანაირ მტკიცებულებებზე დაყრდნობით) კერავს კიდევ ერთ საქმეს - ის, რასაც პროკურატურა ამბობს, რომ თითქოს იარაღები მოიტანეს და ჩაუდეს ,,უდანაშაულო ადამიანებს“ და ჩემთვის ისინი არ არიან უდანაშაულო, რადგან როცა მე მივედი იარაღები ჩემი თვალით ვნახე და დღემდე მჯერა რომ მათ ჰქნოდათ იარაღი, რადგან ისიც არაერთხელ გაჟღერდა, რომ ისინი მიდიოდნენ გარკვეულ საქმეზე „დასარაზბორკებლად“ და ამაზე ზურაბ მიქაძემ თქვენთანაც ისაუბრა ინტერვიუებში. სავარაუდოდ, პროკურატურა კერავს ახლა საქმეს, რომ პოლიციის იმიჯის გადასარჩენად, მიხეილ სააკაშვილმა როცა შეიტყო ეს ამბავი, რომ ვითომ პატრულს შემთხვევით გაუვარდა, შემდეგ ადეიშვილმა და სააკაშვილმა ალბათ მოილაპარაკეს, რომ ეს ადამიანები სასწრაფო წესით უნდა გაემტყუნებინათ და მოიფიქრეს, სწრაფად ჩაედოთ იარაღები, დაეკავებინათ და პატრული ,,გაეპრავებინათ“. ახალ ბრალში, ასევე შეიძლება ვიხილოთ, მაშინდელი ქალაქის პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი, დეპუტატი ,,ევროპული საქართველოდან“ და ეს ყველაფერი იქნება კიდევ ერთი, თეთრი ძაფით შეკერილი პასკვილი, ყალბი საქმე რობქიძის საქმესთან დაკავშირებით.

რატომ ცდილობს პროკურატურა იყოს მონაწილე ამ სიყალბის, ვერ გეტყვით. ალბათ შეეცდებიან, ცრუ მოწმეების მეშვეობით, საქმე შეკერონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42