შსს ოზურგეთის პოლიციის შენობაში შეჭრილ პირთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს
სამართალი - 15:54, 27 Mar, 2018     2016
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთში სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ., ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, გამთენიისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯ.წ. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში შეიჭრა, სამორიგეო ნაწილში განთავსებული პერსონალური კომპიუტერის მონიტორი დააზიანა და პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ჯ.წ. ადგილზევე დააკავეს. იგი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც დაკავებულმა სამედიცინო დათვალიერება გაიარა.

სამედიცინო დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ დაკავებულს სახის არეში მცირედი ნაკაწრები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. მისი მტკიცებით, ზემოაღნიშნული დაზიანებები მიღებული ჰქონდა დაკავებამდე, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას, წაქცევის შედეგად. დაკავებულმა განაცხადა, რომ პრეტენზია პოლიციის თანამშრომლების მიმართ არ გააჩნდა. დაკავებულს, იზოლატორში, არცერთ ეტაპზე, არც მედპერსონალთან და არც იზოლატორის თანამშრომლებთან რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. დაკავებიდან რამდენიმე საათში, ჯ.წ. დროებითი მოთავსების იზოლატორში შეუძლოდ გახდა. იგი თავის ტკივილს უჩიოდა. პოლიციამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახა. როგორც ჯ.წ.-მ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს განუმარტა, პოლიციის შენობაში მისვლამდე, წაიქცა და სახის არეში დაზიანება მიიღო. აღნიშნული დაზიანება, ასევე, დაფიქსირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის სამედიცინო დათვალიერების ოქმში.

ჯ.წ.-ს მოთხოვნით, პოლიციამ განმეორებით გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელმაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაკავებულს სამედიცინო დაწესებულებაში კომპლექსური შემოწმება ჩაუტარდა. ექიმის დასკვნის თანახმად, ჯ.წ.-ს, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სხვა სახის ჯამრთელობის დაზიანება არ აღენიშნება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42