ქალი ძალადობას ადასტურებს, თუმცა მისი მეგობარი მამაკაცის მხრრდან გოგონას ნმიმართ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით საუბარი ჭირს.
"რომელ დედას შვილი არ უცემია, იმიტომ მოარტყამს, რომ უნდა თავისი შვილი კარგი გამოვიდეს. ბოლოს აირია დაირია და მაგიტომ მოვარტყი, მაგრამ ისეც არ გამილახავს, რომ სილურჯეები მიმეყენებინა...
ორჯერ ყავდათ განყოფილებაში და დაკითხეს (ქალს მეგობარი მამაკაცი), ამბობს რომ არ გამკეთებია, მაგრამ ეს ღმერთმა იცის. რამეს რომ შევსწრბოდი გარეთ კი არა ციხეში იქნებიდა,"-აცხადებს გოგონას დედა.
დედას და მის მეგობარ მამაკაცს 15 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. ასევე 11 პრიმა 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახურ დანაშაულზე და გარყვნილ ქმედებას.
15 წლის გოგო შეუძლოდ სკოლაში გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტო. ის ამჟამად სპეციალურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. დედას კი მასთან კონტაქტი 30 დღის განმავლობაში აეკრძალა.
მასალის გამოყენების პირობები






