"მინიმუმ, ორი მკვლელი ახლა ქუჩაში დადის... ჩემი შვილი მეგობრებმა გაყიდეს... კანონით თუ კანონის გარეშე ვაგებინებ პასუხს ყველას“- ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა
სამართალი - 21:16, 24 Mar, 2018     7459

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მისი შვილი, მეგობრებმა გაყიდეს.

"ჩემი შვილი მისმა მეგობრებმა გაყიდეს. მინიმუმ, ორი მკვლელი ახლა ქუჩაში დადის. კანონით თუ კანონის გარეშე მე მაინც ვაგებინებ პასუხს ყველას, ვინც შვილი მომიკლა," - ამბობს სარალიძე.

მისი თქმით, არასრულწლოვანი მოწმეების მიერ მოსამართლისთვის დამალული ფაქტების გამო, მისი შვილის რეალური მკვლელები დაუსჯელები დარჩებიან.

სარალიძე აღნიშნავს, რომ მკვლელობაში მონაწილე ორი პირიდან ერთი არასრულწლოვანია. არასრულწლოვანთა კოდექსის დაწესებული შეზღუდვების გამო, ვინაობას თავად ვერ ასახელებს, თუმცა, შეკითხვაზე პასუხად არ უარყოფს, რომ მისი ეჭვების ადრესატი დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული თენგიზ კალანდიას შვილია.

მოზარდების ჩვენებების შინაარსის რადიკალური ცვლილება საეჭვოა ერთ-ერთი ბრალდებულის დედისთვის.

ნინო ფერაძე არ გამორიცხავს, რომ არასრულწლოვნებზე ზემოქმედების მიზანი რეალური მკვლელების დაფარვაა. ბრალდებულის დედა შიშობს, რომ არსებითი განხილვის ასეთი სცენარით გაგრძელების შემთხვევაში, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მთელ პასუხისმგებლობას მის შვილს და მეორე არასრულწლოვან ბრალდებულს დააკისრებენ.

ორივე ოჯახისთვის საეჭვოა ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანება. ორი არასრულწლოვნის მკვლელობიდან თითქმის 4 თვეა გასული, თუმცა, გამოძიებას ჯერ კიდევ არა აქვს ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი, რომელმაც ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42