"ლეო გრანდის" საწყობის უფროსის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს
სამართალი - 16:46, 24 Mar, 2018     2806

სასტუმრო „ლეოგრანდის“ დაკავებული თანამშრომლის, გიორგი მიქელაძის, ოჯახის წევრები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და აცხადებენ, რომ მიქელაძე უდანაშაულოა.

„ჩემი მეუღლე საწყობის გამგე იყო, სად სახანძრო უსაფრთხოება და სად მისი მოვალეობა. გაოცებული ვარ, უდანაშაულო პირს მოკიდეს ხელი, ვითხოვ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და რატომ სცნეს ჩემი მეუღლე დამნაშავედ“, - აცხადებს დაკავებულის მეუღლე, თეა ფუტკარაძე.

გიორგი მიქელაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ტრაგედიის ღამეს დაკავებული თურქეთში იმყოფებოდა.

დაკავებული უკვე მოინახულა მისმა ადვოკატმა, რომელიც აცხადებს, რომ დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

"დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ, ისინი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ. დაცვის მხარე გავეცნობით მასალებს, ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციებს და წარვსდგებით სასამართლოს წინაშე. მტკიცებულებები ჯერჯერობით არ გვაქვს გადმოცემული. სავარაუდოდ, ხვალ სასამართლო პროცესი გაიმართება“, - განაცხადა ბადრი ბერიძემ.

ბათუმში მდებარე სასტუმრო ლეო გრანდში გაჩენილი ხანძრის საქმეზე, სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ერთი მათგანი - თურქეთის, ხოლო მეორე საქართველოს მოქალაქეა.

2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ლეო გრანდში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42