გუშინ თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საკუთარ სახლში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე ჩაცხრილეს.
არსებული ინფორმაციით მკვლელი ორი იარაღიდან ისროდა, მათ შორის ერთი მაყუჩიანი იყო. ასევე არსებობს ვერისა, რომ თავდამსხმელს სახლში მყოფი კიდევ ერთი პირის, დამხმარე ქალბატონის მოკვლაც ჰქონდა განზრახული, მაგრამ ტყვიები დაუმთავრდა.
მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ნუგზარ კახიძეს საკუთარ ბიზნესთან მიმართებით საქმიანი გარცევაც ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, კვლელს ფეხზე ეცვა ბახილები და ეკეთა ხელთათმანები. ნაპოვნია ორი იარაღი - „მაკაროვისა“ და „ბერეტას“ ტიპის.
არის თუა არა აღნიშნული შეკვეთილი მკვლელობა, ახლობლებს ამის შესახებ საუბარი უჭირთ. თუმცა მოხმდარის ერთ-ერთ მიზეზად შპს „ვარკეთილი 96“ სახელდება, ის რომ მოკლულს გარკვეული პრობლემები ჰქონდა ამ საქმეზე, ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც ადასტურებენ.
დასტურდება რომ არის სასამართლო დავები, თმცა შპს „ვარკეთილი 96“-ის თანამშრომლები გამორიცხავენ, რომ ეს მკვლელობა აღნიშნულ დავას უკავშირდებოდეს.
მასალის გამოყენების პირობები






