მამუკა ბერძენიშვილის განაჩენთანთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 16:46, 21 Mar, 2018     1709
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ მამუკა ბერძენიშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ, არაერთგზის, ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

საქმის მასალების თანახმად, წარსულში ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებულმა მ. ბ.-მ პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის პირობებში, 2017 წლის 29 ივნისს, ჩაიდინა ახალი დანაშაული, კერძოდ, ბრალდებულის პირადი და ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.1133 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, რბილი პლასტიკური მასა და 2,027447 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 6 ცალ, ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში მოთავსებული მოყვითალო-მოყავისფრო ფერის კრისტალური ნივთიერება და ელექტრო-სასწორის პირზე არსებული დანაშრევი ამოიღეს. (დანაშაული გათვალისწინებული სსსკ-ის 260 -6,ა).

საქმეში არსებული და სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ამასთანავე ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ქმედება. სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო დანაშაულის რეციდივი, სასჯელის დანიშვნისას, გაითვალისწინა რომ ბრალდებულის წინა ნასამართლობა იყო მისი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება (არაერთგზისობა), ასევე სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებული აღიარება და ის ფაქტი, რომ აღნიშნული ქმედებისათვის კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია საკმაოდ მკაცრი სასჯელი. შესაბამისად, სასამართლომ მ. ბ.-ს, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამასთანავე, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ ისარგებლა დისკრეციული უფლებამოსილებით და ნაცვლად ნაწილობრივი ან სრულად შეკრებითობის პრინციპისა, გამოიყენა შთანთქმის პრინციპი, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი პირობითი მსჯავრი - 3 წელი, იმავე გამოსაცდელი ვადით, შთანთქა ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა" - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42