მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1949 წელს დაბადებული თ.ქ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს. პოლიციამ თ.ქ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით“ - აცხადებენ შსს-ში.
მასალის გამოყენების პირობები






