ხის ჯოხისა და სახრახნისის გამოყენებით მიყენებული მრავლობითი ტრავმები - დის მკვლელობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
სამართალი - 14:55, 19 Mar, 2018     2423
თბილისის საქალაქო სასამართლომ დის მიმართ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის ბრალდებულს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"წარდგენილი ბრალის თანახმად, ვ. მ.-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 5 ივლისს, თბილისში, საცხოვრებელ სახლში, უსიამოვნო საუბრით განაწყენებულმა 1940 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა უმწეო მდგომარეობაში მყოფ დას, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გადაადგილდებოდა, ხის ჯოხისა და სახრახნისის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიყენებული მრავლობითი ტრავმების შედეგად, 2017 წლის 12 ივლისს დაზარალებული გარდაიცვალა.

სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან, ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ, ბრალდებულს ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42