სკანდალი: "კადრები მძიმეა, მისი აღწერა მიჭირს"- რა ფირი დაუდეს ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ნეფარიძის შვილს
სამართალი - 12:07, 15 Mar, 2018     5251
საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის შვილი, პროკურატურის მხრიდან მათ ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლის დეტალებს იხსენებს. ზურა ნეფარიძის თქმით, მამის წინააღმდეგ ჩვენება, დაკავებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების ინტერნეტსივრცეში გავრცელების მუქარის შედეგად მიაცემინეს.

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მაღალჩინოსანის შვილი, აცხადებს რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გამართულ შეხვედრას სუს-ის რამდენიმე მაღალჩინოსანი ესწრებოდა.
მასზე კი უშუალო ზეწოლას, საქმის პროკურორი, ბექა ეჟიშვილი ახდენდა.


დაკავებულის შვილი, აღნიშნავს, რომ კადრები, რომელიც მას სუს-ში აჩვენეს, "იმდენად მძიმეა, რომ მისი აღწერა არ შეუძლია".
ამასთან, ნეფარიძის განცხადებით, სამის პროკურორი მასსა და მის მეუღლეს დაკავებით ემუქრება.
"ისეთი ვიდეოებია, რომ თქმა მიჭირს, ეს მასალები მოდულის შენობაში დამიდეს. ამ ყველაფერს პროკურორი ბექა ეჟიშვილი ესწრებოდა. დღეს ჩემი და ჩემი მეუღლის წინააღმდეგ მიმდინარეობს ზეწოლა, დაკავებით გვემუქრებიან. ოჯახი ბოლომდე გაგვანადგურეს"- განაცხადა ზურა ნეფარიძენ.

ცნობისთვის, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა "ნიუპოსტს" უთხრა, რომ დაკავებულსა და მის ოჯახს პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებით აშანტაჟებენ.

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ბრალდებით აგვისტოში დააკავეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთ თანამშრომელს, დალი მამულაშვილს ყოველთვიურად ხელფასიდან 400 ლარს სძალავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა.

პროკურორის განცხადებით, დანაშაულში ჩართული იყო დეპუტატის შვილი ზურაბ ნეფარიძეც, რომელიც პროკურატურამ მათთან თანამშრომლობის შემდეგ გაათავისუფლა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42