შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით - საკრებულოს ყოფილი დეპუტატის სკანდალური ბრალდება პროკურატურას
სამართალი - 10:10, 15 Mar, 2018     2843
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დღეს ჩანიშნულ სხდომაზე სკანდალურ განცხადებას გააკეთებს.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, პროკურატურის წარმომადგენელს შატნაჟშიო ადანაშაულებს. დაცვის მხარე "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ შანტაჟის ქვეშ იმყოფებიან ბრალდებილის ოჯახის წევრები.

ედიშერ ქარჩავს განცხადებით, პროკურატურა შანტაჟისა და ზეწოლის გზით, ზურაბ ნეფარიძე მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებს.

"ბატონი ზურაბი დღევანდელ პროცესზე ისაუბრებს ყველა გარემოებაზე და დეტალურად მოყვება იმ შანტაჟის შესახებ, რომელიც პროკურორის მხრიდან მოდიოდა. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო იქნა გადაღებული, რომელიც მტკიცებულკების სახით საქმეში დართული არ არის, მაგრამ დაუდეს თავად ნეფარიძეს, მის შვილს და რძალს. ასევე ეს კადრები აჩვენეს მოწმესაც. ამით აიძულებენ მათთვის სასურეველი ჩვენება მისცეს და კონკრეტული გარემოებები მიუთითოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებიან რომ მათ რეპუტაციას საფრთხე დაემუარება"- თქვა ადვოკატმა.
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ბრალდებით აგვისტოში დააკავეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთ თანამშრომელს, დალი მამულაშვილს ყოველთვიურად ხელფასიდან 400 ლარს სძალავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა.

პროკურორის განცხადებით, დანაშაულში ჩართული იყო დეპუტატის შვილი ზურაბ ნეფარიძეც, რომელიც პროკურატურამ მათთან თანამშრომლობის შემდეგ გაათავისუფლა.

ზურაბ ნეფარიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. „ქრთამის ამღები ამოწყდა და გადაშენდა, მე ვარ განტევების ვაცი“, - განაცხადა მან სასამართლოზე.

ცნობისთვის, ზურაბ ნეფარიძე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის იანვარში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნებაში" მოხვდა და ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ის თაღლითობისათვის დააკავეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42