"მოწმეები სასამართლოს სიმართლეს არ ეუბნებიან"- ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი
სამართალი - 15:18, 14 Mar, 2018     1819

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოში ორი მოწმე იკითხება. ვინაიდან ორივე მათგანი არასრულწლოვანია სხდომა დღესაც მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ მოწმეები პირველ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

ამ დროსითვის საქმეზე დაკითხულია კონფლიქტში მონაწილე ხუთი არასრულწლოვანი, ისინი ე.წ პირდაპირი მოწმეები არიან.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აღნიშნავს, რომ სწორედ არასრულწლოვნების ჩვენებებია მნიშვნელოვანი, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, გამოძიების ეტაპზე მიცემული და შემდგომ, სხდომაზე გაჟღერებული ჩვენებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

მოწმეების მიერ ჩვენების შეცვლა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი სასამართლოს სიმართლეს არ ეუბნებიან, - თქვა კაკაბაძემ.

უფლებადამცველის ინფორმაცით, "ის განცხადებები, რომ ჩვენებები არ იცვლება, სრული სიცრუეა".
"დღევანდელმა მოწმემაც გამოძიებაში მიცემული ჩვენება კატეგორიულად შეცვალა უმნიშვნელოვანეს მომენტებთან დაკავშირებით. საუბარია ისეთ მომენტებზე, როგორიცაა ჩხუბის დაწყება, მიმდინარეობა და ჩხუბის დასრულება. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, საქმეზე დაკითხულმა ყველა მოწმემ, ისევე, როგორც დღევანდელმა მოწმემ, გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალა. ეს არ არის ჩვენების დაზუსტება, ეს არის ჩვენების შეცვლა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მოწმეები სასამართლოს სიმართლეს არ ეუბნებიან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება სწორად არ არის ნაწარმოები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასწორად გამოძიებული საქმე გადაიგზავნა სასამართლოში. ჩვენი აზრით არის გარკვეული პირების დაინტერესება ამ საქმეზე", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ამასთან ცნობილია, რომ დაცვის მხარე რამდენიმე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ელოდება.

„დავნიშნეთ საკმაოდ ბევრი ექსპერტიზა, იმისათვის, რომ საქმეზე უტყუარი ჭეშმარიტება დადგინდეს, ამისთვის ნივთიერი მტკიცებულებებია საჭირო, რაც ჩვენთვის ამ დრომდე არ გადმოუციათ“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42