2018 წლის 13 მარტს GDI-მ (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) „ბირჟა მაფიის“ საქმეზე, გიორგი ქებურიასთვის სახელმწიფოს მიერ უკანონო ქმედებებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით საქართველოს მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისსნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს.„ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავება საეჭვოდ დაემთხვამათი ახალი მუსიკალური კლიპის გასაჯაროებას, სადაც ავტორები პოლიციას ასარჟებდნენ. ამ გარემოებამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ დაკავება მუსიკოსების სადამსჯელო ღონისძიება უფრო იყო, ვიდრე მათ მიმართწარმოებული სამართლებრივი პროცედურა. 2017 წლის 15დეკემბერს კი,ქ. თბილისისპროკურატურამ გიორგი ქებურიას მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შეწყვიტა.
GDI-ს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი ქებურიას უნდა აუნაზღაუროს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი ჯამში 36 920 ლარის ოდენობით.გარდა ზიანის ანაზღაურებისა, აღნიშნული სამართლწარმოება ხელს შეუწყობს სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას პასუხისმგებლობის ზრდას.
GDI გიორგი ქებურიას ინტერესებს იცავს პროექტ „პოლიციის მიერ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება კვლევისა და სტრატეგიული სამართალწარმეობის გზით“. პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები






