როგორც კუპრავასმ "ნიუპოსტს" ია მეტრეველის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ საუბრისას განაცხადა, სასმართლოში მიიყვანს მოწმეებს, რომლებიც "ქამაგს" ფულის თათლითურად მითვისებაში ადანაშაულებენ.
"ჩვენ მნიშვნელოვანი ხარვეზები აღმოვაჩინეთ ფონდის საქმიანობაში, ეს არის დარღვევები ფინანსურ ნაწილში. პროკურატურას სწორედ ამ კითხვით მივმართეთ, რომ ხომ არ აქვს ადგილი ფინანსურ დანაშაულის ნიშნებს?! ქალბატონ იას პიროვნულად არ შევხებივარ, დავსვი კითხვა მის საჯარო სამქმიანობასთან დაკავშირებით.
სარჩელის შეტანა მისი უფლებაა, მე სასამართლოში იმ ადამიანების რიგს დავუყენებ, რომლებიც "ქომაგს" თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციას გამოცხადებული ჰქონდა, რომ ისინი იპოთეკით დაზარალებულთა სიას ადგენდნენ და ფონდში 10 ლარის შეტანის შემთხვევაში, დაზარაებულებს ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მიყენებულ ზიანი აუნაზღაურდებოდათ. "ქომაგის" ოფისი ელბაქიძის ქუჩაზე მდებარეობდა და პირველიდან მესამე საართულამდე იყო რიგები, რომ როგორღაც იმ სიაში მოხვედრილიყო ხალხი. აქ საუბარი არ არის ერთ ან ორ ადამიანზე, ვსაუბრობთ ათასობით დაზარალებულზე, რომლებსაც ნაღდი ფულის სახით, ე.წ. ქეშად 10-10 ლარი შეატანინეს, ისე რომ არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის ჩეკიც კი არ მიუციათ. ზუსტად ამ ადამიანების რიგს დავუყენებ მოწმეების სახით სასამართლოზე და ჩემგან ბოდიშის მოხდის ნაცვლად თვითონ, სასამართლოზევე მოუწევს ამ ადამიანებისთვის ბოდიშის მოხდა"- განაცხადა კუპრავამ.
მასალის გამოყენების პირობები






