საქმე ეხება კუპრავას მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ქომაგის“ შემომწირველების ვინაობა და თანხის განკარგვა გაუმჭვირვალეა.შესაძლო თაღლითობის გამოძიების მოთხოვნით, კუპრავამ საგამოძიებო ორგანოსაც მიმართა.
ის მეტრეველი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ზვიად კუპრავასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
"მან ჩემს მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები არაერთხელ გააკეთა. საბოლოოდ ისეთ ზღვარსაც კი გასცდა, რომ განცხადება პროკურატურაშიც კი შეიტანა. ბევრჯერ მოუთმინე, მაგრამ ამის მოთმენას ნამდვილად არ ვაპირებ და ჩემი ღირსების შელახვის გამო, მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შემაქვს"- განაცხადა ია მეტრეველმა.
მისი ადვოკატის თქმით, კუპრავამ იმ მედიასაშუალებების მეშვეობით უნდა მოიხადოს საჯარო ბოდიში, ვისთანაც ია მეტრეველის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






