საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნის მიერ ქალზე ძალადობა - სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შედის
სამართალი - 15:16, 09 Mar, 2018     3781

2018 წლის 06 მარტს GDI-მ (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ) პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანამშრომლობით, ქალბატონ თ.ტ.-ს მიმართ შსს-ს მაღალჩინოსნის მხრიდან სისტემატიური ძალადობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, საქართველოს წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: საქართველოს მოქალაქე, ქალბატონი თ.ტ., მისი მეგობარი მამაკაცის, საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნის (საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ხარისხის მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე), გიორგი ბერიძის მხრიდან 2015-16 წლებში განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. საქმეში იკვეთება ინტენსიური ფიზიკური ძალადობის 6 დამოუკიდებელი შემთხვევა. მსხვერპლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით და მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ძირითადად, ძალადობის საფუძველი სქესის ნიშნით დისკრიმინაცია იყო. ძალადობის გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება ითქვას, რომ მოძალადე მოქმედებდა, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, იყენებდა საკუთარ თანამდებობას და გავლენებს ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავთა მხრიდან მის მიმართ წარმოებული სამართლებრივ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. საქმის გარემოებებიდან ასევე ირკვევა, რომ სახელმწიფო ძირითად შემთხვევებში ინფორმირებული იყო ქალბატონი თ.ტ.-ს მიმართ მიმდინარე სისტემატიური ძალადობის შესახებ. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავი ორგანოებისა და ზოგადად სახელმწიფოს ქმედებები არაეფექტური იყო მსხვერპლის მიმართ ძალადობის აღკვეთის, პრევენციისა და სავარაუდო დანაშაულების გამოძიების კუთხით. მაგალითად, საქართველოს პროკურატურამ 2015 წლის ოქტომბერში ჩადენილ ძალადობაზე დაწყებული გამოძიება 2016 წლის მაისში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის საფუძვლით შეწყვიტა. თუმცა, იმავე ფაქტზე საქართველოს შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გიორგი ბერიძეს დისციპლინური გადაცდომა დაუდგინა და აღნიშნა, რომ დისციპლინური გადაცდომა:

„მისი მხრიდან გამოიხატა მოქალაქე თ.ტ.-ს მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დამამცირებელ მოპყრობაში, რასაც შედეგად მოჰყვა თ.ტ.-ს მიერ თვითდაზიანება.“

2016 წლის ივლისში, ქალბატონ თ.ტ.-ს მიმართ განმეორებით ჩადენილ ძალადობაზე დაწყებული გამოძიება კი დღემდე, უშედეგოდ გრძელდება, რაც მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით.

2018 წლის 05 მარტის დასკვნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადასტურა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანმა, გიორგი ბერიძემ, 2016 წლის 04, 18 თებერვალსა და 16 ივნისს თ.ტ-ს პერსონალური მონაცემები არასამსახურეობრივი (პირადი) მიზნით შსს-ს მონაცემთა ბაზებში უკანონოდ გადაამოწმა.

GDI ქალბატონ თ.ტ.-ს ინტერესებს 2017 წლის ივლისიდან იცავს. GDI ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივნის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას ასაბუთებს.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ თ.ტ.-ს ინტერესებს იცავს პროექტის „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება East-West Management Institute, PROLoG, USAID – ის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესებას. Promoting Rule of Law in Georgia Activity - PROLoG





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42