მისი თქმით, მოწმემ დეტალურად მიუთითა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. დეტალურად აღწერა თუ რა ვითარებაში ხდებოდა კონფლიქტი.
"მოწმემ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც ერთი-ერთი ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას ადასტურებს. ინფორმაცია, რომ მოწმემ ჩვენება რადიკალურად შეცვალა აბსოლუტური სიცრუეა. მოწმემ ისაუბრა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებში ასახულ დეტალებზე. მისი გამოკითხვისას გარკვეული დეტალების დაზუსტება მოხდა. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან გამოძიების ეტაპზე მოწმე მხოლოდ ერთი მხარის მიერ იკითხება. სასამართლოში კი მოწმის დაკითხვაში ორივე მხარე მონაწილეობს. შესაბამისად გაცილებით მეტი კითხვის დასმაც გვხვდება და მოწმის მხრიდანაც მეტი ინფორმაციის გაჟღერება. მკაფიოდ ვადასტურებ, მოწმის მხრიდან ჩვენების რადიკალურ შეცვლას ადგილი არ ჰქონია. თუ რამდენად სარწმუნოა და გასაზიარებელი აღნიშნული მოწმის ჩვენება, ეს სასამართოლოს გადასაწყვეტია მის მიერ გამოტანილ განაჩენში. ბრალდების მხარეს გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენება საფუძვლად დაედება ბრალდებულთათვის ბრალად შერაცხული ქმედების თაობაზე გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, დაცვის მხარე ტრენინგში რას გულისხმობს არ ვიცი. მე საჯარო სახელმწიფო მოხელე ვარ და მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გესაუბრებით. ვერ გიპასუხებთ დაცვის მხარე რა ტრენინგებზე საუბრობს, ვინ არის ტრენერი და ა.შ. ეს ინფორმაცია ნამდვილად პირველად მესმის თქვენგან“ - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






