„თემურ ჭყონია კორუპირებულია. დიდი ოდენობით თანხა მიითვისა. მხოლოდ წილები კი არა, დიდი ფული დამაკარგვინა, რომელიც მე საერთო ბიზნესში ჩავდე.დოკუმენტები კიკორიამ და ჭყონიამ გააყალბეს. მე ვითხოვ ჩემს ფულს, “ - ამბობს თურქი ბიზნესმენი. მისივე განმარტებით, ზემოხსენებული ფაქტი 2000 წელს მოხდა, თუმცა გამოძიების შედეგები 5 თვის წინ დაიდო. ამ დასკვნაში ნათქვამია, რომ ჭყონიამ დოკუმენტი გააყალბა და თავისი უცხოელი პარტნიორების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი 2000 წელს განხორციელდა „ექსპორტ იმპორტ ბანკი“ კი 1995 წელს დაფუძნდა და წერეთლის #114-ში მდებარებდა, სადაც ახლა „კოკა კოლას“ შენობაა. მაშინ წილები ასე ნაწილდებოდა: ალი ტურგაი იეტიში -25%,შერეფ დოღან ერბეკი -25%, ვერნერ მეტცი-15%, დანარჩენ 35%-ს კი ჭყონია და მისი ქართველი პარტნიორები, მათ შორის, მურთაზ კიკორიაც ფლობდნენ.
ვინაიდან, ჭყონიას ბანკის საკონტროლო პაკეტის მფლობელები, შვეიცარიელები და თურქი ბიზნსმენები იყვნენ, საწესდებო კაპიტალშიც 2 მილიონიდან მათი შენატანი ყველაზე მეტი, 1.3 მილიონი ლარი იყო. 1999 წელს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხდევითაც, კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალი 5 მილიონამდე უნდა გაზრდილიყო. მაში ნ ჭყონიამ და კიკორიამ სს „ექსპორტ-იმპორტ ბანკის“ სხვა საბანკო დაწესებულებასთან გაერთიანების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღეს. პროკურატურის მტკიცებით, ჭყონიამ უცხოელ პარტნიორთა აქციების დაუფლების მიზნით მოლაპარაკებები სს „დისკონტ ბანკთან“ მათ გარეშე აწარმოა.
ორი ბანკის გაერთიანების შემდეგ უცხოელი პარტნიორები აღარ ფიგურირებდნენ. როგორც „დისკონტ ბანკის“ მაშინდელი ხელმძღვანელი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში უთითებს, წილების თაობაზე პირობები მურთაზ კიკორიამ განსაზღვრა. ალი ტურგაი იეტიშის ადვოკატ ალექსანდრე ალადაშვილის თქმით,ორი ბანკის გაერთიანების ხელშკრულება,სადაც უცხოელი პარტნიორები მათი თანხმობის გარეშე ამოიღეს, ხელი კიკორიამ მოაწერა. ორი ბანკის გაერთიანების შემდეგ, საფინანსო ორგანიზაციას „ აბრეშუმის გზა“ , შემდგომ კი - „სილქროუდ ბანკი“ დაერქვა.
თურქმა ბიზნესმენმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს 2009 წელს მიმართა, თმცა მაშინ გამოძიება არ დაწყებულა, რადგან თურქი ბიზნესმენის თქმით, ჭყონია ხელისუფლება მფარველობდა. გამოძიების მოთხოვნით დაზარალებულმა საგამოძიები უწყებას 2012 წელსაც მიმართა, თუმცა ხანდაზმულობის გამო, ბიზნესმენეს ბრალს ვერ წაუყენებენ.
მთავარი პროკურატურის ცნობით, ხანდაზმულობის ვადა ადვოკატმა დაარღვია, რადგან განცხადება 2012 წელს შეიტანა. თურქი ბიზნესმენის ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი კი ამბობს, რომ პროკურატურას პირველად 2009 წელს მიმართა. ამასთან, ალადაშვილი ეჭვობს, რომ პროკურატურიდან მისი განცხადება გააქრეს.
მასალის გამოყენების პირობები






