გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება ხელახლა დაიწყო
სამართალი - 17:43, 02 Mar, 2018     2480
საქართველოს მთავარ პროკურატურაში შესაძლო ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, 2001 წლის 26 ივლისს მომხდარი ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა). ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს:

„საქართველოს პროკურატურის მიერ შესწავლილი იქნა პირველადი ინფორმაცია, მოხდა გასაუბრება მსჯავრდებულ კ.ც.-სთან, ასევე მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრებთან და იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა საქმეზე ადგილი ჰქონდეს ახლადგამოვლენილ გარემოებებს, გაჟღერებული ინფორმაციის ობიექტურად და სრულყოფილად გადამოწმების მიზნით პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე. საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, ხოლო მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ გ.ს-ს მკვლელობის ფაქტზე, 2001 წლის 05 დეკემბერს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს მოქალაქე გ.ხ., რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 09 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. აღნიშნული განაჩენი, განზრახ მკვლელობის ნაწილში უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42