ირაკლი შავაძემ დავით მამისეიშვილი სასამართლო გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მცდელობაში და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
„ბატონი დავით მამისეიშვილის ქმედებებში ვხედავდი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, ეს არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება... მე ვითხოვდი, რომ სხდომა ყოფილიყო ღია, გახსნილი ყოფილიყო მედიასაშუალებებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი შავაძემ.
ბრალდებებს უარყოფს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელი დავით მამისეიშვილი და აცხადებს, რომ შავაძემ მას შემდეგ რაც უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით წარუმატებლობა განიცადა, ცდილობს ეს ყველაფერი მას დააბრალოს:
„მიმაჩნია, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც წარუმატებლობა განიცადა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, და ცდილობს, რომ ახლა მე დამაბრალოს ეს ყველაფერი. მე მიმაქვს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემ მიერ არის მიღებული, რათა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დავუმტკიცო, რომ ჩემ მიერ ყველა გადაწყვეტილება კანონიერი იყო,“ - განაცხადა მამისეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






