მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე კადრების ფალისიფიცირებას ცდილობს.
რობაქიძის საქმეში ბრალდებული, ამბობს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას შავ ჯიპში ირაკლი ოქრუაშვილის სახის ჩასმას ცდილობს.
"რამდენიმე წუთის წინ ძალიან სარწმუნო წყაროსგან მივიღე ინფორმაცია რომ რობაქიძის შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებზე ერთერთ სტუდიაში მიდის გააფთრებული ვიდეოგრაფიკის მონტაჟი და ამ კადრებში უნდა ჩახატონ ირაკლი ოქრუაშვილი... შავი ჯიპით და ვითომ როგორ მოიტანა მან იარაღები და ეს ის იარაღები რომელიც ზურა მიქაძემ მერე დაალაგა. გადაეცით ბატონ ირაკლის მე არ მაქვს კონტაქტი რომ მიიღოს პრევენციული ზომები ამ სიყალბის თავიდან ასაცილებლად...
პ.ს. ასეთივე სახის ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ პირველმა ელისო კილაძემ გაასაჯაროვა. რაც ჩემთვის მოწოდებულ ინფორმაციას უფროდა უფრო სარწმუნოს ხდის"- აცხადებს გურამ დონაძე.
საკითხთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ელისო კილაძემაც დაწერა.
ცნობისთვის, რობაქიძემ გუშინ თქვა რომ კადრებს გამოქვეყნებს, "სადაც ჩანს როგორ მივიდა ოქრუაშვილი შემთხვევის ადგილზე".
მასალის გამოყენების პირობები






