ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის თვითმხილველები ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. მათ გარდა, სამართალდამცავები ინფორმაციას შემთხვევის ადგილზე მყოფი მოზარდების მშობლებისგანაც იღებენ. პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან ის მოსწავლეებიც, რომლებიც შემთხვევას შეესწრნენ.
„ჩამოვედით გაჩერებაზე . ორი წუთის შემდეგ ჩემ კლასელი ცოტა გვერძე გავიდა. ჩამოვარდა შუშა და თავზე დაეცა“-ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე ნიკა აკოპოვი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
„მასწავლებელმა წაიყვანა ბავშვები, რომ ქალაქში გასულიყვნენ ერთად. დაახლოებოდა უფრო მეტად ბავშვებს, თან ახალი იყო დამრიგებელიც და ბავშვებთან კონტაქტში შევიდა. მაგ მიზნით წავიდნენ „მაკდონალდში“. გაჩერებაზე იდგნენ, აგროვებდა ბავშვებს ერთად, რომ სია უნდა ამოეკითხა და ამ დროს ჩამოვარდა შუშა. 16 ბავშვი იყო.“-განაცხადა რუსთავი2-თან ერთ-ერთმა მშობელმა.
შეგახსენებთ დღეს ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობიდან მინნის კონსტრუქცია ჩამოვარდა და გაჩერებაზე მდგომ მოზარდების ჯგუფს დაეცა. ფიზიკური დაზიანებები მიიღო 6-მა მოზარდმა, ერთ-ერთი მოზარდი მიღებული მძიმე დაზიანებების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






