"შავაძე სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებს" - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების განცხადება
სამართალი - 16:48, 26 Feb, 2018     1560
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, მათივე კოლეგის განცხადება ემიჯნებიან და სპეციალურ მიმართავას ავრცელებენ:

"ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას სიცრუის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენივე კოლეგა ირაკლი შავაძე მიზანმიმართულად ავრცელებს სასამართლოს თავმჯდომარის დავით მამისეიშვილის წინააღმდეგ.

თითოეულ ჩვენგანს გათავისებული გვაქვს, რომ მოსამართლის კომპეტენტურობა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა სასამართლომ შეასრულოს თავისი როლი კანონის უზენაესობის დაცვაში.

მნიშვნელოვანია რომ მოსამართლეებმა ინდივიდუალურად დავიცვათ და პატივი ვცეთ იმ ნდობას რომლითაც საზოგადოება ეკიდება მოსამართლის როლს და ვიზრუნოთ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი ზემოხსენებული პრინციპების დაცვით საქმიანობს. გვინდა შევახსენოთ ბატონ შავაძეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობას გაგვაჩნია მასზე ხანგრძლივი ურთიერთობა სასამართლოს თავმჯდომარესთან და არ ყოფილა არცერთი შემთხვევა დავით მამისეიშვილის მხრიდან ჩვენთან ურთიერთობის დროს, რომ კონკრეტულ განსახილველ საქმეზე ეთხოვა მისთვის „სასურველი“ გადაწყვეტილების მიღება.

პირიქით მას ჩვენ ვიცნობთ არა როგორც სამსახურის უფროსს, არამედ როგორც ჩვენს მეგობარ კოლეგას, რომელიც რიგითი მოსამართლის დატვირთვით საქმიანობს და არ სარგებლობას არავითარი შეღავათით.

ბოლოს გვინდა გაკვირვება გამოვხატოთ ბატონი შავაძის განცხადებაზე, იმის შესახებ რომ დავით მამისეიშვილი ორი წლის წინ მასზე ახდენდა ზეწოლას. მას ყველა ჩვენგანთან ჰქონდა პირადი კომუნიკაცია და შეეძლო რომელიმესთვის მაინც ეთქვა ამის შესახებ. არასოდეს, მას ამ თემაზე არცერთ ჩვენგანთან არ უსაუბრია. თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი (რასაც კატეგორულად გამოვრიცხავთ) ჩნდება კითხვა რატომ დაელოდა ბატონი შავაძე მხოლოდ, მისი უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილებას მიღებას და მანამდე არ განაცხადა საჯაროდ მისივე განცხადებაში მითითებული ფაქტები.

ვემიჯნებით მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებებს და ბრალდებებს და ვთვლით, რომ აღნიშნული მიმართულია როგორც სასამართლოს თავმჯდომარის - დავით მამისეიშვილის, ასევე სასამართლო კორპუსის დისკრედიტაციის და რეპუტაციის შელახვისკენ.

მოსამართლეები:

ჯუმბერ ბეჟანიძე

გოჩა ფუტკარაძე

ლევან გელოვანი

ინდირა მაშანეიშვილი

თამარ ბეჟანიშვილი

სალიხ შაინიძე

ხათუნა ბოლქვაძე

ირმა ტოგონიძე

ვიოლეტა ფორჩხიძე

გიორგი გრატიაშვილი"- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ირაკლი შავაძემ სასამართლოს სისტემაში კლანურ მმართველობასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42