"მისმა სიტყვებმა გონება დამიბნელა, ჯერ ქვა მერე რამდენჯერმე დანა ჩავარტყი"- რა ჩვენება მისცა თავდაპირველად შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულმა
სამართალი - 11:34, 26 Feb, 2018     18791
მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა მსხვერპლი სახლიდან 05:30 საათზე გამოიყვანა და კორპუსის უკან, სკვერში შურისძიების ნიადაგზე მოკლა.

ანა ნაცვლიშვილი, მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

საქმის მასალების თანახმად, შეყვარებულის მკვლელობის შემდეგ 21 წლის ბიჭმა, ქურთუკი გამოიცვალა და მკვლელობის ნივთმტკიცება - დანა ავტოფარეხში დამალა, რაც პოლიციამ უკვე ამოიღო და ესპერტიზაზე გადაგზავნა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, მკვლელობაში ბრალდებული გამთენიისას ნაცვლიშვილის სახლში მივიდა და მოკლულის დას უთხრა, რომ ანას ეძებდა, რომელიც მის შეტყობინებებს არ პასუხობდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდა ალიბის შექმნას შეეცადა და მეგობრებს შეყვარებულის მოძებნაში დახმარება სთხოვა და მათთან ერთად ნაცვლიშვილს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ეძებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში მტკიცებულების სახით დევს ფარული ვიდეო მასალა, რომელიც სამართალდამცავებმა გრიგალაშვილს გადაუღეს.

ზღვის უბნის მცხოვრებლები იხსენებენ, რომ თვდაპირველად ხმა გავრცელდა, რომ გოგონა ცოცხალი იყო და საავადმყოფოში იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში ანა ნაცვლიშვილის მამას ბრალდებულიც გაყვა, საიდანაც ის პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა, სადაც გრიგალაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

"კვირის პალიტრა", წერს, რომ დაკითხვისას ახალგაზრდამ პოლიციას უამბო, რომ გოგონა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

გამოცემის ინფორმაციით, დაკითხვისას ლადო გრიგალაშვილმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ "თითქოს დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ანა შავ ბე-ემ-ვეში,უსიამოვნო ვითარებაში ნახა და უნდოდა გაერკვია ეს ამბავი, მაგრამ ანი იმ დღეებში მამა სოფელში წაიყვანა და ვერ ნახა. იმ ღამით კი სახლიდან რომ გამოიყვანა და ჰკითხა, ვისთან დადიხარო, გოგონამ კატეგორიულად უარყო ყველაფერი. ამის შემდეგ ბე-ემ-ვე უხსენა და როცა ანი შეეპასუხა, მისმა სიტყვებმა გონება დამიბნელა, ქვა ავიღე, თავში ჩავარტყი, წაიქცა და მერე დანა რამდენჯერმე ჩავარტყიო"- წერს "კვირის პალიტრა".

არსებული ინფორმაციით, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ, ლადო გრიგალაშვილმა ჩვენება შეცვალა.

მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბოლო დროის ერთ-ერთი სასტიკი მკვლელობა მის კლიენტს არ ჩაუდენია. მეტიც, ნაირა ოტიაშვილი ამბობს, რომ სამეში შავი ფერის ბე-ემ-ვეს მარკის ავტომობილის მძღოლი ფიგურირებს, რომელთანაც ადვოკატის თქმით, 20 წლის გოგონას ინტიმური კავშირი ჰქონდა. თუმცა არა კავშირი აქვს ამ საკითხს ნაცვლიშვილის მკვლელობაზე, ამაზე ადვოკატს არ უსაუბრია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42