„ჩქარა მიპასუხე, ჩქარა“ - რა მიწერა შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულმა BMW-ს მძღოლს
სამართალი - 17:38, 24 Feb, 2018     20746
მოკლული ანა ნაცვლიშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული BMW-ს მძღოლის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშილი მეზობლები და ნაცნობები იყვნენ.

რამაზ ჩინჩალაძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ აღნიშნული პირი მოკლულ ანა ნაცვლიშვილსაც იცნობდა, თუმცა მასთან არანაირი კომუნიკაცია არასდროს ჰქონია.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ მკვლელობის დღეს, 06:19 საათზე, ლადო გრიგალაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს მოკლეტექსტური შეტყობინება მისწერა: „ჩქარა მიპასუხე, ჩქარა“.

გარდა ამისა, უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის მიერ ნახსენები BMW მძღოლი არ არის.

„როგორც გაირკვა და როგორც ეს ქალბატონმა ნაირა ოტიაშვილმა არაერთხელ დამიდასტურა, ისინი სულ სხვა BMW-ს მარკის მძღოლზე საუბრობენ. იმ დროს, როცა გოგონა მოკლეს, ის სახლში იმყოფებოდა და ეძინა.

ვადასტურებ თქვენ მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ. როგორც თვითონ ამბობს, ახლო, მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია.

დილის საათებში ბრალდებულმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მიწერა: „ჩქარა მიპასუხე, ჩქარა“. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ეს მოკლეტექსტური შეტყობინება არ უნახავს და არც ზარები გაუგია. ამის შემდეგ ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ჩემს კლიენტს, გააღვიძა და თხოვა შეყვარებულის მოძებნაში დახმარებოდა. იგივე დახმარება სთხოვა ბრალდებულმა სხვა პირსაც... ამის შემდეგ ეს პირები ანა ნაცვლიშვილის მოსაძებნად გაემართნენ. რაღაც მონაკვეთში შეიძლება მანქანით გაიარეს, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს“- განაცხადა რამაზ ჩინჩალაძე.

მისი თქმით, მოქმის სტატუსით დაკითხული პირი ანა ნაცვლიშვილს იცნობდა თუმცა ისინი მეგობრები არ იყვნენ.

„სოციალური ქსელის მეგობრები იყვნენ, თუმცა არც სოც.ქსელში და არც პირადად მოკლულთან კომუნიკაცია არ ჰქონია“- განაცხადა ადვოკატმა.

ყელგამოჭრილი ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ახლობლებმა თემქაზე, 22 თებერვალს იპოვეს. გოგონას 7 ჭრილობა აღენიშნებოდა. საზარელი დანაშაულისთვის მისი შეყვარებული იმავე საღამოს დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ლადო გრიგალაშილმა დაკავებისას შეყვარებულის მკვლელობა აღიარა, თუმცა ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ მან დუმილის უფლება გამოიყენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42