არსებული ინფორმაციით, როცა ოჯახმა ანა ნაცვლიშვილის ძებნა დაიწყო, ლადო გრიგალაშვილიც მათთან ერთად ეძებდა შეყვარებულს.
ოფიციალური ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებული ლ.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასტიკი მკვლელობის მოტივად, კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ შურისძიება დაასახელა. მისივე თქმით, პოლიციამ ნივთმტკიცებად მკვლელობის იარაღი დანა ამოიღო.
"გამოძიებამ დაადგინა რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში შურისძიების მოტივით მეგობარს 1997 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ცივი იარაღით სხეულის სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ძიება 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს“-განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილსა და ანა ნაცვლიშვილს შორის კონფლიქტის მიზეზი, 2 თვის წინ, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა, რომელიც ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილი მაშინ მანქანაში იჯდა.
20 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ.
თემქაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა მოკლულისა და ბრალდებულის მეგობრები. ერთ-ერთი მათგანი ნიკა ოდიკაძე ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის არ ვიცი საიდან დავიწყო ანი ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი რომელსაც მოფერებით "რძალოს" ვეძახდი აღარ არის ძალიან ძალიან გული მტკივა ძალიან მინდა საქართველოში ვიყო ეხლა ვერ წარმოვიდგენ რომ ეს ლადომ გააკეთა შეუძლებელია ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ვიცნობ ძალიან კარგად მე ის დანითაც არასდროს მინახავს როცა ხშირად ვიყავით ერთად და ბოლომდე მჯერა რომ ლადო ამას არ გააკეთებდა ლაუშ შენთან ვარ ყველაფერი კარგად იქნება და ამ ახალ ამბებს ნუ დაუჯერებთ ხალხნო იტყუებიან !!!!! უბრალოდ ვერ გადმომაქვს რეალობაში ჯერ კიდევ რაც მოხდა მაგრამ გულით მჯერა რომ ეს ლადოს არ გაუკეთებია, მათ უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი ლადოს ეყვარება ანი ყოველთვის კიდევ ზუსტად ვიცი !!სატელეფონო ჩანაწერები რო ამოიღოს შსს-მ ურიგო არ იქნება facebook-ის მინაწერებთან ერთად" - დაწერა გარდაცვლილისა და მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარმა.

მასალის გამოყენების პირობები






