ადვოკატები ეჭვობენ რომ იმ დამნაშავეებს, რომელიც გამოძიებაში ოფიციალურად არ ფიგურირებენ გარკვეული პირები მფარველობენ. მათივე თქმით, პროკურატურამ მათ მოწმეებზე ზემოქმედების ფაქტების გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორც ისინი აცხადებენ არსებობს კონკრეტულიმოწმეების მოსყიდვის ფაქტებიც:
„რეალურ დამნაშავეებს ჰყავთ კონკრეტული მფარველები, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქმის შედეგით და ამ ეჭვს აძლიერებს ის, რომ საქმეში არსებობს არასრულყოფილი მტკიცებულებები და უმნიშვნელოვანესი დეტალები არის ჯერ კიდევ გაურკვეველი. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, რომ კონკრეტული პირები ცდილობენ კონკრეტული მოწმეების მოსყიდვას, მიმაჩნია, რომ ეს უნდა იქნეს სასწრაფოდ ობიექტურად გამოძიებული.“-განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობა 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა. ორი არასრულწლოვანის მკვლელობისთვის ასევე 2 არასრულწლოვანია დაკავებული, რომელთაც ბრალად ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ.
მასალის გამოყენების პირობები






