"პროკურატურა საქმეში FBI - ის დასკვნის არსებას არ ადასტურებს... მტკიცებულებებს მალე გამოვაქვეყნებ"- დონაძე ბრალდებებს პასუხობს
სამართალი - 15:43, 20 Feb, 2018     2014
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე "ნიუპოსტთან" კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილი არ გაყალბებულა და ამას მკვლელობის ადგილზე უწყვეტ რეჟიმში გადაღებული კადრები ადასტურებს, რომელიც ჟურნალისტმა დღეს გაავრცელა.

დონაძე გარდაცვლილის მამის, სოსო რობაქიძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქმეში FBI - ის 8 თვიანი კვლევის დასკვნა დევს. რობაქიძე აცხადებს, რომ ბრალდებულებმა კადრები გააყალბეს.

გურამ დონაძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას "ნიუპოსტს" უთხრა, რომ საქმის მასალებში ფედერალური ბიუროს დასკვნის მასალები არ დევს, სოსო რობაქიძე კი ტყუის.

"სასამართლოზე ბრალდების მხარემ, ორჯერ მიმართა პროკურატურას, რომ თუ საქმეში FBI-ის დასკვნა დევს, ჩვენთვის გადმოეცათ და საქმისთვის დაერთოთ. ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე (შესაბამისი ოქმი არსებობს) თქვა, რომ FBI-ის დასკვნა არ არსებობს და მსგავსი დასკვნა მათ არ აქვთ, რომ ფედერალურმა ბიურომ გვაცნოა, რომ ეს არს წყვეტა, მონტაჟი და ასე შემდეგ"- აღნიშნა გურამ დონაძემ.

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი ია მეტრეველის განცხადებასაც პასუხობს.

რობაქიძს დედამ ტელე თერით თქვა, რომ საქმის ერთ-ერთი მოწმე შეესწრო, ფაქტს, როცა გურამ დინაძეს, რომელიც "კადრებს ამონტაჟებდა" მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილა დაურეკა, "ანერვიულებულმა" დონაძემ კი სამონტაჟოდან კამერა პირადად ოქრუაშვილს აუტანა.

დონაძის თქმით, ია მეტრეველი ამ შემთხვევაშიც ტყუის. საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას მიესალმება.

"ქალბატონი იას ეს განცხადებაც არის იმ ტყუილების კასკადის ნაწილი, რომელიც ტელეშოუებისთვის კეთდება. დავიწყოთ იქიდან, რომ იმ ღამით მე სამინისტროში საერთოდ არ ვყოფილვარ და ეს დადასტურებულია, ამის მტკიცებულებასაც მალე გამოვაქვეყნებ. არ არსებობს არანაირი სატელეფონო ამონაწერი, არც მობილური კავშირი, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ამ პერიოდში ჩემთვის მობილურზე დაერეკოს. ზოგადად, ოქრუაშვილს ჩემთან ურთიერთობა ჰქონდა სპეციალურ ტელეფონზე, რომელიც სამინისტროში პრესსამსახურის ოთახში და თუ მე ოქრუაშვილი მიკავშირდებოდა მდვანი მაერთებდა. ოქრუაშვილი ასე პირად მობილურზე არავისთან რეკავდა.

თუ ირაკლი ოქრუაშვილი მოვა სასამართლოზე და იტყვის, რომ მას ამ კადრებისგან განსხვავებული კადრები ვაჩვენე, და მან სხვა კადრები ნახა, გამოდის, რომ ოქრუაშვილმა იცოდა, რომ სიყალბე ხდებოდა და დამალა. შესაბამისად, მივესალმები ოქრუაშვილის დაკითხვაზე მისვლას. მან უნდა თქვას სიმართლე, რომ ნახა კადრები, რომელიც სასმართლოზეა დღეს წარდგენილი. რას იტყვის ოქრუაშვილი? - არარსებულ ფირზე ხომ არ ილაპარაკებს" - უთხა "ნიუპოსტს" გურამ დონაძემ.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის დაღუპვის ადგილზე მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით ბრალდებებს, გურამ დონაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა. დონაძემ ის მასალები გაასაჯაროვა, რომელიც, მისი მტკიცებით, ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილი არ გაყალბებულა.

დონაძის განცხადებით 2004 წელს მომხდარი შემთხვევის ამსახველ კადრებში ჩანს ცოცხალი ბუტა რობაქიძე , ასევე ერთ-ერთი დაკავებულის საათი, რომელიც 02:20 წუთს აჩვენებს. ადგილზე სასწრაფო მივიდა 02:22 წუთზე, ხოლო თავად გურამ დონაძე შემთხვევის ადგილზე 02:31 წუთზე მივიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42