დონაძის განცხადებით 2004 წელს მომხდარი შემთხვევის ამსახველ კადრებში ჩანს ცოცხალი ბუტა რობაქიძე , ასევე ერთ-ერთი დაკავებულის საათი, რომელიც 02:20 წუთს აჩვენებს. ადგილზე სასწრაფო მივიდა 02:22 წუთზე, ხოლო თავად გურამ დონაძე შემთხვევის ადგილზე 02:31 წუთზე მივიდა.
„ეს არის გასროლის შემდგომი ვიდეოკადრი, ასევე უწყვეტი, სადაც დაჭრილი ამირან რობაქიძე ჯერ კიდევ სუნთქავს და საპატრულო პოლიცია იარაღს პოულობს და იღებენ, ხელით აქეთ-იქით დაატარებენ. უწყვეტ კადრში ჩანს ცრუ მოწმე, გოჩა მუკბანიანი, რომელიც დამატებით იძახებს სასწრაფოს და 022-ის ცენტრს ატყობინებს, რომ არიან დაჭრილები და დაკავებულია შეიარაღებული ჯგუფი. ამავე ნაწილში, რაც დღემდე არ გვითქვამს, ჩანს ერთ-ერთი დაკავებულის მაჯაზე საათი და ზუსტი დრო, ეს დრო ექსპერტიზით დადასტურებულია და არის 02:20საათი, ასევე პროკურატურის მტკიცებულებით, სასწრაფო შემთხვევის ადგილზე მოდის 2:30 საათზე, ხოლო რაც აქამდე არ მითქვამს, გურამ დონაძე შემთხვევის ადგილზე ანძებით მიდის და ფიქსირდება 02:31 საათზე.“- განაცხადა გურამ დონაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






