დღეს მოსამართლემ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები განიხილა და საქმეს დაურთო.
აღნიშნული 4 პირიდან 3 ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება. პროცესი პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა.
უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში, მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლება მოხდება.
გარდა ამისა, ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამასთან დაკავშირებით, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა, ადვოკატი ამბობს, რომ თენგიზ კალანდიამ დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული.
„აღიარებს დაფარვას, რომ მას ეგრევე უნდა განეხორციელებინა ზარი, რომ მოხდა დანაშაული და შეეტყობინებინა პოლიციისათვის,“ - აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატ იმედა ბეროშვილის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულის დაფარვას ედავებიან, კერძოდ იმას, რომ ხელი შეუწყეს ხორავას საქმეზე არსებულ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ნივთმტკიცების გადამალვას.
"ბრალდება საქმის მასალებიდან გამომდინარე და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებიდან გამომდინარე, არ დასტურდება,“ – განაცხადა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






