ქალი აცხადებს, რომ 31 წლის მეუღლე მასზე ხშირად ძალადობდა და ფიზიკურად უსწორდებოდა.
„ხელით შემეხო და სასტიკ მდგომარეობაში ჩამაგდო. საერთოდ ჭკუაზე არ ვიყავი. ფეხით, წიხლები მირტყა მაგან. გავითიშე, მერე ავდექი და ესეთი მოვლენა მოხდა. კიდევ არ მეგონა დაჭრილი, რომ იყო. მარტო რომ მე მკითხავენ არ შეიძლება რომ მას არ შეიძლება ჰკითხონ რატომ გააკეთა ეს ლიამ და ამ დონეზე რატომ მოიქცა შენმა მეუღლემ, იმ დონეზე რომ არ დაგინდო და დანით დაგჭრა,“- აცხადებს ლია მიქელაძე.
31 წლის ხვიჩა კიზირია ამ დრომდე კლინიკაში რჩება მას ჭრილობები გულ-მკერდის და მუცლის ღრუს არეში აქვს მიყენებული.
როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ცოლ-ქმარს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰქავს. ქალი დაკავებული არ არის.
შს სამინისტროში ამბობენ, რომ ეჭვმიტანილის დასაკავებლად მოსამართლის განჩინების საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






