პროკურატურა ოჯახური ძალადობის ფაქტზე მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
სამართალი - 19:53, 16 Feb, 2018     2135
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტზე დაკავებული მესაზღვრე-კონტროლიორის, პატრულ-ინსპექტორის ლ.რ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობა და ბრალდებულს გირაო 5 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა.საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ლ.რ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.რ.-მ 2018 წლის 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ.კ.-ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება. ლ.რ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას ლ.რ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ კანონით დადგენილი წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42