ბებიის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამართალი - 17:38, 12 Feb, 2018     1785
ბებიის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ბებიის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული მინდია ხ. დამნაშავედ ცნო და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სახელმწიფო ბრალდება მინდია ხ.-ს, ოჯახური დანაშაულის ჩადენას, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. მასვე, ბრალად ედებოდა დაკავების ადგილიდან გადაყვანისას გაქცევის მცდელობა.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 15 მაისს, დიღმის მასივში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ცემა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბებია. მინდია ხ.-მ ხელები ყელზე მოუჭირა ნ. ნ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 2017 წლის 17 მაისს, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. სხდომის შემდეგ, მინდია ხ.-მ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან გაქცევა სცადა, რა დროსაც იგი დააკავეს.

ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ.

სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, წარდგენილი ბრალდება (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა) გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-108-ე მუხლზე (განზრახ მკვლელობა) და გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ ბრალდებული, დამნაშავედ ცნო დაკავების ადგილიდან გადაყვანისას გაქცევის მცდელობის ნაწილშიც და დანაშულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია საქალაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42