ურთიერთბრალდებები "ბადაგონის" გარშემო - დავით ბეჟუაშვილი ღირსების შელახვისთვის სასამართლოში ჩივის
სამართალი - 16:50, 12 Feb, 2018     1684
კომპანია „ბადაგონის“ ადვოკატის განცხადებით სახელმწიფო უწყებები კომპანიის გაკოტრებას ხელოვნურად ცდილობენ. ზაზა ხატიაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უწყებამ მიზანმიმართულად გაავრცელა არასწორი ფაქტები.

ადვოკატის თქმით, მოსამართლის განჩინების მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებები კომპანიაში უნდა ჩაეტარებინათ გამომძიებლებს, ხოლო ფინანსური პოლიციის შესვლის დროს დოკუმენტები IT მენეჯერებმა ამოიღეს.

„მივმართე მთავარ პროკურატურას და მოვითხოვე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ყველა იმ 5 პირის მიმართ, რომლებმაც ეს ვანდალური აქტი ჩაიდინეს და თუ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყება უმოკლეს დროში, მე ჩავთვლი, რომ საქართველოს პროკურატურა და ფინანსური პოლიცია მოქმედებდნენ ერთად, რათა გაანადგურონ კომპანია „ბადაგონი“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

პარალელურად კი, დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა. ზვიად კორძაძის თქმით, ინფორმაცია, თითქოს დავით ბეჟუაშვილს კავშირი აქვს "ბადაგონთან" დაკავშირებულ მოვლენებთან, სიმართლეს არ შეესაბამება და მიუხედავად იმისა, რომ მოითხოვეს ამ ინფორმაციის უარყოფა, ეს თხოვნა გათვალისწინებული არ იქნა.

კომპანია „ბადაგონის“ გენერალური დირექტორის გიორგი სალაყაიას განცხადებით, "ბადაგონით" პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით ბეჟუაშვილია დაინტერესებული და კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაც სწორედ ამას უკავშირდება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42