რატომ იტანჯებიან ადამიანები მოჭარბებული ენერგიით და როგორ გავუმკლავდეთ მას
ეს საინტერესოა - 15:29, 06 Dec, 2018     4617
თითოეული ჩვენგანი ფლობს უზარმაზარ ენერგიას, რომლის ხარჯვასაც, ძირითადად, ვერ ვახერხებთ. მოჭარბებული ენერგია კი, თუ გამოსავალი ვერ ნახა, ერთ ადგილას გროვდება, დაავადებად ყალიბდება და იწყებს ბრძოლას. გარდა ამისა, ადამიანებს შორის ენერგიის არასწორმა გაცვლა-გამოცვლამ, შეიძლება, ოჯახი დანგრევამდე მიიყვანოს. კონფლიქტის მიზეზი ხშირად ელემენტარულია, მაგრამ, მათ არ იციან ერთმანეთში ენერგიის გაცვლის მეთოდი.
მაგალითად, ნორმალური ადამიანი დადებით ენერგიას ასხივებს, აგრესიული კი ამას ვერ ახერხებს, რის გამოც თავადვე იტანჯება და ავადმყოფურად განიცდის. ენერგია ორგანიზმიდან მუდმივად უნდა გაედინებოდეს. თუ ასე არ ხდება და ორგანიზმი მოჭარბებულ ენერგიას შეიკავებს, ასეთ შემთხვევაში, ის აუცილებლად დისკომფორტს შეუქმნის ადამიანს.

თუ გრძნობთ, რომ მოჭარბებული ენერგიის დახარჯვას ვერ ახერხებთ, გირჩევთ, სანამ ის ფიზიკურ დაავადებაში გადავა, ბევრი დრო დაყოთ ბუნებაში და ღრმად ისუნთქოთ სუფთა ჰაერი. ასეთი წესით, სასიცოცხლო ძალების პერიოდულად აღდგენა აუცილებელია და ის ადამიანს შრომის უნარსა და სიცოცხლის ხალისს უორმაგებს. სასიცოცხლო ძალები რომ აღიდგინოთ და შეივსოთ, ამისთვის ყველაზე კარგია ვარჯიში და, აგრეთვე, იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც დადებითი, სასიამოვნო ემოციებით გავსებენ. ყოველივე ამის ხარჯზე თქვენ შეძლებთ, ადვილად აღიდგინოთ დახარჯული ენერგია, გახდეთ მეტად მშვიდი, ენერგიული და შრომისუნარიანი.

ზოგადად, ასტროლოგიურად, რა მუხტსაც ვუშვებთ კოსმოსში, როგორი აზრები და განწყობაც გვაქვს, ისეთივე მომავალი გვექნება. ამიტომ, აუცილებელია, როგორი წარუმატებლობის წინაშეც არ უნდა ვიდგეთ, შევინარჩუნოთ სწორი აზროვნება. რაც მეტი რწმენა და კარგის მოლოდინი აქვს ადამიანს, მით მეტი წარმატებით აჯილდოებს მას კოსმოსი. ხოლო ის, თუ რამდენად მალე შევძლებთ აზროვნების შეცვლას და გავითავისებთ, რომ ჩვენ თავად ვართ საკუთარი ბედის მმართველნი და ამაში ვარსკვლავებიც გვეხმარებიან, ჩვენზეა დამოკიდებული. ასტროლოგიური ლოგიკით, წარუმატებელი და მუდამ უიმედობის განცდის მქონე ადამიანი საკუთარ ბედსა და ცხოვრებაზე აგებს პასუხს და თავად უქმნის კოსმიურ ძალებს ბარიერს, ბედს კი პესიმისტურ ელფერს სძენს და საკუთარი ქმედებითა და აზრებით ბლოკავს ასტრალური ძალების მოდინებას თავის ბედში. ჩვენი ნებისმიერი ფიქრი, აზრი და ემოცია ჩვენს ენერგეტიკულ ველზე აისახება, ანუ, თუ ჩვენ გამუდმებით ვემდურით ბედს, აგრესიული და დეპრესიული ვართ და ცხოვრებას უიმედოდ ვუყურებთ, ეს ნეგატიურ და დამანგრეველ კვალს ტოვებს ჩვენს ენერგეტიკულ ველზეც.

სამყაროში მოქმედებს ასტრალური კანონები, რისი მეშვეობითაც ჩვენს ცხოვრებაში ვიზიდავთ ნეგატიური ან პოზიტიური ვიბრაციის შესაბამის მოვლენებს. შესაბამისად, თავადვე ვაპროგრამებთ საკუთარ თავს წარმატება-წარუმატებლობაზე; გამუდმებით ვფიქრობთ და ენერგეტიკულად ვკვებავთ ორგანიზმს სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვინდა, შედეგად კი ცხოვრებაში გაუთვლელი მოვლენები, გაუთავებელი პრობლემები, ბარიერები და წინაღობები გვხვდება, რაც ჩვენს ბედზეც შესაბამისად აისახება.

ვისაც სურს იყოს საკუთარი ბედის განმკარგველი, მიიღოს ცხოვრებისგან რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია, სიხარული და წარმატება, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს იმ მისიის შესრულება, რაც მას კარმულად ევალება დედამიწაზე. ამისთვის კი, პირველ ყოვლისა, უნდა დაიწყოს საკუთარი აზროვნების შეცვლა, გადავიდეს ნეგატიურიდან პოზიტიურ ფიქრებზე და მთელი აქცენტი გადაიტანოს იმაზე, რაც მას სიხარულსა და წარმატებას მოუტანს.
თუ თქვენ შეძლებთ საკუთარი აზრების კონტროლს, არ აჰყვებით ემოციებს და მშვიდად შეხედავთ მიმდინარე მოვლენებს, ამით კოსმიურ სივრცეში გაგზავნით დადებით იმპულსებს და საკუთარ თავს წარმატების საშუალებას მისცემთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42