„ყველას ახსოვს 8-10 წლის წინ, გოგოს გამო მომხდარი დაპირისპირება“ - რას ჰყვებიან მოკლული ნოდარ გუგეშაშვილის მეგობრები
სამართალი - 14:04, 09 Feb, 2018     16478
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, 2 დღის წინ, დიღმის მასივში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პოლიციასთან ერთად, მოკლულ ნოდარ გუგეშაშვილის მეგობრებიც ეძებენ. როგორც გუგეშაშვილის მეგობრებისგან შევიტყვეთ, მომხდარიდან მალევე, ნოდარის მეგობრები იმ პირის სახლში ავიდნენ, რომლთანაც, მათი ინფორმაციით, მოკლულს წლების წინ კონფლიქტი ჰქონდა.

რა სახის დაპირისპირება იყო ნოდარ გუგეშაშვილსა და მკვლელობაში ბრალდებულ პირს შორის, ამაზე ჩვენი რესპოდენტი არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ „მკვლელობის მოტივი ფინანსებთან არაა დაკავშირებული“.

„ვერავინ ვიფიქრებდით, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძველ წყენას გაიხსენებდა და მოკლავდა. უბანში ყველას ახსოვს 8-10 წლის წინ, გოგოს გამო მომხდარი დაპირისპირება. თითქოს მაშინ ყველაფერი დალაგდა, მკვლელმა სხვა დანაშაულისთვის სასჯელიც მოიხადა, ციხის დატოვების შემდეგ კი, როგორც ჩანს, შური იძია. დამნაშავე სამართალდამცავებს ისევე, როგორც ჩვენ, იდენტიფიცირებული გვყავს და ახლა მისი ადგილსამყოფელის დადგენას ვცდილობთ. მის საცხოვრებელ სახლში 7 თებერვალსვე ავედით, თუმცა დედამ გვითხრა, რომ შინ არ იყო,“ - ამბობს გუგეშაშვილის მეგობარი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მისი ინფორმაციით, დაპირისპირებულებს შორის კამათი და მკვლელობა სავარაუდოდ ნოდარ გუგეშაშვილის საძინებელ ოთახში მოხდა, რადგან ცხედარი სწორედ საძინებელ ოთახში იყო.

„ნიუპოსტის“ წყარო ამბობს, რომ დოდო გუგეშაშვილი იცნობდა მკვლელს და კარიც თვითონ გაუღო. ამ ვარაუდს ამყარებს მეზობლების მონაყოლი, რომლის მიხედვითაც, დაჭრილი დედა, რომელსაც შვილი თვალწინ ჩაუცხრილეს, მკვლელის მისამართით ყვიროდა: „ეს არის მკვლელი! არ გაუშვათ!“

დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში მცხოვრები პირები პირად საუბარში იხსენებენ, რომ გუგეშაშვილების სახლიდან შუახნის მამაკაცი გამოვარდა, რომელმაც ხმაურზე სადარბაზოში გამოსული მოსახლეობის კითხვებს არ უპასუხა.

როგორც „ნიუპოსტს“ მოკლულის მეგობარმა დღეს დაუდასტურა, ნოდარს ორი ტყვია - კეფასა და თავის არეში აქვს მოხვედრილი.

რესპოდენტი გამორიცხავს, რომ საზარელი მკვლელობა „მხედრიონის“ ყოფილი ლიდერის წარსულ საქმიანობას უკავშირდებოდეს, 33 წლის მოკლული ბიჭის მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ დამნაშავე სახლში ნოდარ გუგეშაშვილთან შურისძიებისთვის მივიდა.

გუგეშაშვილების ახლობლები შიშობენ, რომ ბოლო დროის ერთ-ერთ სასტიკ მკვლელობას ხმაურიანი და სისხლიანი გაგრძელება მოჰყვება, რადგან დოდო გუგეშაშვილი უკვე კონტაქტურია და მის სახლში დატრიალებული ტრაგედიის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები იცის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42