ფონდ "იავნანას" საქმის პროკურორის მაია ჯვარშეიშვილის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე, პაატა ბურჭულაძე მოწმის სახით გამოიკითხება.
პროკურორის თქმით, საუბარია ფონდიდან მილიონამდე ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე.
"გამოძიებას კითხვები აქვს ფონდის დამფუძნებელთან და მის ყოფილ პრეზიდენტთან, დღევანდელ დღეს სწორედ ამ საკითხების ირგვლივ მოხდება მისი მოწმის სახით დაკითხვა, მაგისტრ მოსამართლესთან. გამოძიების ამ ეტაპზე, ბატონი პაატა მოწმის სახით იკითხება, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების, შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი. საქმე ეხება არაერთ, ცალკეულ საკითხს, მათ შორის, მგზავრობის დაფინანსებას, კონკრეტული ქონების შეძენის საკითხის მიზნობრიობას, ასევე მიმდინარე ხარჯებს, რასთან დაკავშირებითაც, გამოძიებას არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვა აქვს“- განაცხადა ჯვარშეიშვილმა.
პაატა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანას“ მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე მოწმის სახით კითხავბენ.
მასალის გამოყენების პირობები






