კვირიკაშვილს ბრალი 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
კვირიკაშვილის უფლებადამცველის განცხადებით საქმეში მერაბ კვირიკაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება. საპირისპირო პოზიცა აქვს ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუას, მისი თქმით ავარის სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია, რადგან ის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. თოდუა კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს.
2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა: ადგილზე გარდაიცვალნენ გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანი ბუაძე.
მასალის გამოყენების პირობები






