სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დასრულდა და მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა, როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება უცნობია.
სასამართლოს დღეს საბოლოო სიტყვით მიმართა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პირები, რომლებიც არ იყვნენ პროკურატურის თანამშრომლები, დუმილის სანაცვლოდ თავისუფლებას სთავაზობდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ გააკეთა:
"როცა პროკურატურა სთავაზობდა მას თანამშრომლობას, აქ იყო საუბარი მეუფე დიმიტრიზე და სოსო ოხანაშვილზე. რაც შეეხება მეორე შეთავაზებას, რამდენიმე პირი, რომელიც არ იყო პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც მასთან შევიდა და როგორც თვითონ ამბობს, ესაუბრა იმაზე, რომ თუ ის ზედმეტ პრობლემებს არ შექმნიდა და არ იხმაურებდა, თავისუფალი იქნებოდა. დეკანოზმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ სთავაზობდნენ მას, არამარტო პროკურატურის თანამშრომლები, არამედ სხვა პირებიც თანამშრომლობას. სთავაზობდნენ, რომ თუ წყნარად იქნებოდა, ბევრ პრობლემას არ შექმნიდა და არ იხმაურებდა, მას გამოუშვებნენ“, - განაცხადა ფანცულაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






