სააპელაციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მსჯავრდებული მიმართავს. მამალაძის უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლემ განაჩენი სწორედ დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადოს. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.
"არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ ამ პროცესზევე მოხდეს განაჩენის გამოცხადება. თუ მოცემულ კონექტურობას არ დაექვემდებარება მოსამართლე და გაუძლებს ის შესაძლო ზეწოლას, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს სასამართლოზე და ის იქნება დამოუკიდებელი და იმედს ვიტოვებ რომ ის იქნება დამოუკიდებელი, აუცილებლად გამამართლებელ განაჩენს უნდა ველოდოთ,"-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
სასამართლო პროცესი დახურულია და მას მხოლოდ ადვოკატები, პროკურორები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესწრებიან.
დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






