საზმაუს კუთვნილი თანხების შესაძლო გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
სამართალი - 21:44, 06 Feb, 2018     1528
კვლავ განხილვის თემად რჩება სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ერთ-ერთი წევრი ჰონორარს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, 5 თვის განმავლობაში იღებდა, თანხამ კი მთლიანობაში 12 800 ლარი შეადგინა. აღნიშნული ფაქტით საგამოძიებო ორგანოც დაინტერესდა.

ბორდის ყოფილი წევრი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მას მართლაც ერიცხებოდა თანხა, თუმცა მიიჩნევდა, რომ ეს იყო ანაზღაურება კვლევითი სამუშაოსთვის, რომელსაც იგი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეწეოდა. კვლევა ეხება საზოგადოებრივი საბჭოების კონცეფციას. გაფრინაშვილის თქმით, ის პერიოდულად აყენებდა საქმის კურსში ბორდის თავმჯდომარეს და წევრებს კვლევის მიმდინარეობის შესახებ.

სამეურვეო საბჭოს თავმჯომარემ, გრიგოლ გეგელიამ, გაფრინდაშვილთან თანამშროლობის სურვილი დაადასტურა, თუმცა, აცხადებს, რომ ბორდის ყოფილ წევრთან სამეურვეო საბჭოს სამომავლო გეგმებზე არ უმსჯელია. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და წევრების მტკიცებით, მხარეებს არც პროექტის შინაარსი და არც ბიუჯეტი განუხილავთ.

სამოქალაქო სექტორის განცხადებით, ბორდის ყოფილ წევრზე უკონტროლოდ გაცემული ანაზღაურება იმის დასტურია, რომ მაუწყებლის ბორდი და მენეჯმენტი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილი თანხის შესაძლო გაფლანგვაზე პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა:

პროკურატურის ინფორმაციით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის შესაძლო ფაქტზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42