ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ძმა პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ძმა ლევან ყანდორელაშვილი უდანაშაულოა.
გურამ ყანდორელაშვილის თქმით, მის ძმას ოჯახის წევრების დაკავებით ემუქრებოდნენ, თუ ის ბრალს არ აღიარებდა.
„ეს საქმე არის შეკერილი. უდანაშაულოები არიან ერთი თუ მეორე. სანამ დააკავებდნენ, ორივე მათგანს იქამდე, ჩვენს სახლებში, ამ ორი პიროვნების ოჯახში შემოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები ყველანაირი საბუთის გარეშე, გვაყენებდნენ ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ცალ-ცალკე მანქანაში ჰყავდათ და მათ აწვდიდნენ ინფორმაციას, თითქოს, ჩვენ ვიყავით დაკავებულები და, თუ სინი ბრალს არ აღიარებდნენ და ანუ არ დაიბრალებდნენ დანაშულს, მაშინ ჩვენ პრობლემა შეგვექმნებოდა,“ - გურამ ყანდორელაშვილმა.
ყანდორელაშვილის ადვოკატი სულხან კომახიძე უზუსტობებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სიცრუეა შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ლევან ყანდორელაშვილი მასთან ერთად კიდევ ერთი პირი - გიგა ჭარელიშვილი თბილისში დააკავეს, ადვოკატი აცხადებს, რომ ამ პირების დაკავება სოფელ აღაიანში, ჭრელაშვილის სახლში მოხდა.
"ლევან ყანდორელაშვილის დაკავება თბილისში არ მომხდარა, ის დააკავეს გაცილებით უფრო ადრე ვიდრე დაკავების ოქმია შედგენილი. მთელი დღის განმავლობაში ჰყავდათ პოლიციის განყოფილებაში და მე მის ადვოკატს არ მეძლეოდა მასთან შეხვედრის საშუალება."- განაცხადა სულხან კომახიძემ. მისი თქმით, მან თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები






