სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბრძანება ექსტრადირებასთნ დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა უნდა გამოსცეს.ვბ განკარგულებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება.
ადვოკატ ვახტანგ კვიჟინაძის განცხადებით, ექსტრადირების შემთხვევაში, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თურქეთის რესპუბლიკაში არასამართლიანი სასამართლო და პოლიტიკური დევნა ელოდება.
„დაცვის მხარე წარადგენს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც პირდაპირ იძლევა საფუძველს, უარი ეთქვას თურქეთის რესპუბლიკას ექსტრადირებაზე, ვინაიდან აღნიშნული პიროვნება პირდაპირი რისკის ქვეშ იმყოფება და იგი ექსტრადირების შემთხვევაში დაექვემდებარება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ასევე, ერთი პროცენტი შანსი არ არის, რომ მის მიმართ განხორციელდეს სამართლიანი სასამართლო. ჩვენ პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე“- განაცხადა ადვოკატმა.
ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ომბუდსმენმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა
მასალის გამოყენების პირობები






