"ჩემს შვილს უკვე აბრალებენ ვიღაცის დანაშაულს"- ხორავაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დედა
სამართალი - 21:28, 03 Feb, 2018     7237
„მე მრჩება ასეთი განცდა, რომ გამოძიება არ მიდის სამართლიანად. ერთადერთს ვისურვებდი, რომ კონფლიქტში მონაწილე ყველა პირმა მინდა, რომ შესაბამისად აგოს პასუხი, მათ შორის, ჩემმა შვილმაც, თუ ის დამნაშავეა,“ - ეს განცხადება 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დაკავებულის დედამ კურიერთან ინტერვიუში გააკეთა.

ის კურიერთან ინტერვიუს მისი არასრულწლოვანი შვილის უფლებების დასაცავად დასთანხმდა.

დაკავებულის დედა ამბობს, რომ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც პროკურატურა საზოგადოებას უყვება. ბრალდებულის დედისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოკვეთა გამოძიებამ სხვა მოზარდების პასუხისმგებლობის საკითხი.

მას აქვს ეჭვი რომ კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე პირს გავლენიანი მფარველი ჰყავს და მისი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულებებს ხელოვნურად ქმნიან.

„ბევრი ადამიანი მონაწილეობდა და აუცილებლად უნდა იყოს მათი პასუხისმგებლობა. მათ მფარველობენ, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ჩემს შვილს უკვე აბრალებენ ვიღაცის დანაშაულს და ამ მუხლით ისჯება, იმისთვის ისჯება, რაც არ ჩაუდენია. ისჯება იმიტომ, რომ ორი თვეა, ის დაკავების იზოლატორშია და ეს მიტოვებს სწორედ უსამართლობის შეგრძნებას,“ - აცხადებს არასრულწლოვნის დედა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მის შვილს გაკვეთილზე ყოფნის პერიოდში მისწერეს ტელეფონზე, რომ ერთ-ერთის დეიდაშვილს დახმარება სჭირდებოდა.

ის იმედოვნებს, რომ მოსამართლე უფრო სამართლიანი იქნება და 16 წლის მოზარდს ბევრი წლით საპატიმროში სხვისი დანაშაულის გამო არ გამოკეტავს.


წყარო rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42