მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ სცნო
სამართალი - 18:08, 02 Feb, 2018     3226
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო, რომელთაც სასჯელის სახით 1000 და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გ.ს. და თ. მ. სამართალდამრღვევებად სცნო წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისათვის. სასამართლოს დადგენილებით გ.ს.-ს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის, ხოლო თ.მ.-ს 500 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების თანახმად, ქ. თბილისის, მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე გ.ს.-მ და თ.მ.-მ დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იგინებოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას და შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს.

სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მტკიცებულებათა, მათ შორის ვიდეო-ჩანაწერების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია გ.ს. -ს და თ.მ.-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება შესაძლებელია გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში" - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42