ქობულეთში 4 წლის წინ მომხდარ ინციდენტზე, როცა მუსლიმური სასწავლებლის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსვლებისას მოსახლეობის ნაწილმა სასწავლებლის შესასვლელში ღორის თავი დაკიდა, სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს.
ევროპულ სასამართლოს "ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" მიმართა.
„სახელმწიფო არანაირად არ ჩაერია, რომ უზრუნველეყო მუსლიმი თემის მიერ უფლებების განხორციელება, პანსიონატის გახსნა, ბავშვების სკოლაში შესვლა. იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება არაეფექტური აღმოჩნდა და შიდა სამართლებრივ დონეზე ვერ მოხდა ამ პრობლემის გადაჭრა, ჩვენ ევროპულ სასამართლოს მივმართავთ, რომელიც იმსჯელებს, დაირღვა თუ არა რელიგიის, განათლების, საკუთრების უფლება და ასევე დაირღვა თუ არა ამ ყველა უფლებით სარგებლობისას, მუსლიმი თემის თანასწორობა,“ - აცხადებს მარიამ ბეგანიძე.
მასალის გამოყენების პირობები






