რა ჩვენება მისცეს ხორავაზე მოკლული არასრულწლოვნების მშობლებმა? - მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 9 თებერვალს განახლდება
სამართალი - 19:33, 01 Feb, 2018     2490

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 9 თებერვალს განახლდება.

საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, პროცესზე მოკლული ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მშობლები დაიკითხნენ.

„მათ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს, თუ რა წყაროდან აქვთ ამ პირებს ინფორმაცია, რა ვითარებაში ან ვისგან შეიტყვეს, ეს სასამართლო სხდომაზე დააფიქსირეს, შესაბამისად, სასამართლომ ეს ინფორმაცია მიიღო.

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში ასახული ინფორმაცია ადასტურებს ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას“, - აღნიშნა პროკურორმა.

მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი ბრალდებული ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ამობობს, რომ დაკითხულებს რაიმე განსაკუთრებული, საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გააჩნდათ.

"დაკითხულმა პირებმა ისაუბრეს ბრალდებულთა შესახებ და მოგვაწოდეს ინფორმაციები, თუ რა პოზიციები ჰქონდათ საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ისინი თვითმხილველები არ არიან, შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებული, საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ გააჩნდათ, რაც შეეხება მათი ჩვენებების შინაარსს, არ მაქვს უფლება, გავაჟღერო.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმეები არიან თვითმხილველები, რომელთა ჩვენებასაც გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენი უნდა დაეფუძნოს" - აცხადეს არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42