წითელ ბაღთან მომხდარი ინციდენტი - დაკავებული მოზარდის ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დაპირისპირება სკოლის ბანკეტის აღნიშვნას უკავშირდებოდა. ადვოკატის თქმით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა ბანკეტზე ყოფილი კლასელებიც დაპატიჟეს, რამაც რამდენიმე თანაკლასელის უკმაყოფილება გამოიწვია.
„მათი დაპატიჟება არ მოეწონა მათ სხვა კლასელებს და ამის გასარკვევად, თუ რატომ არ სურდათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად მყოფი კიდევ რამდენიმე პიროვნება ეხილათ ბანკეტზე, შეხვდნენ ერთმანეთს მდგომარეობის გარკვევის მიზნით და დაიძაბა ურთიერთობა. ზოგს ჰქონდა სურვილი, რომ ერთად გადაეხადათ ბანკეტი, ზოგს ჰქონდა სურვილი, რომ არ ყოფილიყო ორი-სამი პიროვნება ამ ბანკეტზე და აქედან წარმოიშვა ეს კონფლიქტი და გამომდინარე ამ დაძაბული საუბრიდან ერთ-ერთმა გამოიყენა ცივი იარაღი,“ - განაცხადა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






