გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნების ნაწილი უკვე დაიკითხა და დანარჩენები დაიკითხებიან.
როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, დღეს რამდენიმე პირი დაიკითხება თუმცა მათი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე იწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას, დაიკითხება რამდენიმე პირი რომლებიც სასამართლოს მიაწვდიან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხსენებული პირების ვინაობას, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მათ სასამართლოს ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ რადგან შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს საქმის განხილვაზე ან მოწმეების დაკითხვაზე" - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
დაცვის მხარე კი სხდომაზე ახალი მტკიცებულებების გასაჯაროებას აანონსებს, თუმცა წინასწარ ადვოკატი ამის შესახებ არ საუბრობს.
„დარწმუნებული ვარ, მას შემეგ, რაც მოწეთა დაკითხვებს დავიწყებთ, მტკიცებულების გამოკვლევს, სასამართლო დაინახავს, რომ საქმე არ არის სრულყოფილად გამოძიებული და სიმართლე ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ბრალდების მხარე წარმოგვიდგენს,“- განაცხადა კაკაბაძემ.
სასამართლო პროცესი დახურულია.
მასალის გამოყენების პირობები






