როგორც გაირკვა, წითელ ბაღთან დაჭრილი არასრულწლოვნები 35-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ. ერთ-ერთი მათგანი აღნიშნულ სკოლაში, პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან გადავიდა.
თბილისის #35-ე საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოზარდების დაჭრის შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.
მიხეილ ჩიკვილაძე ამბობს, რომ სამართალდამცავები ამ დრომდე არ მისულან სკოლაში და არ დაინტერესებულან, თუ რა დააფიქსირა სკოლის ვიდეო-კამერამ.
"როგორც მშობლები ყვებიან, შემთხვევა წითელი ბაღის ტერიტორიაზე მაშინ მოხდა როცა ერთ-ერთი რეპეტიტორთან მიდიოდა, ბავშვებს იქ დახვდა გაურკვეველი ჯგუფი, რასაც იმედია არკვევს საგამოძიებო ორგანო"- აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
35-ე სკოლის პედაგოგი ეთერ მაისურაძე ამბობს, რომ დაჭრილებისთვის უცნობია თუ ვინ დაჭრა ისინი.
"ორი უცნობი ბიჭი, რომელიც აგვიხირდაო რაღაც თემაზე. კამათი მოჰყვა ამ ახირებას, ბავშვები შეკამათდნენ ერთმანეთში და მერე ისე დაგვჭრეს ამ ბიჭებმა, რომ ვერ მივხვდითო. როდესაც სისხლის დავინახეთ საკუთარ თავზე მერე მივხვდით, რომ დაჭრილები ვართ და ვიღაცამ გადმოგვიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ბავშვების თქმით, ორი ბიჭი იყო,“-აცხადებს პედაგოგი.
ორივე დაჭრილი არასრულწლოვნიდან თბილისის 35-ე საჯარო სკოლაში პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან სამი წლის წინ გადავიდა.
ხათუნა ბარაბაძის განცხადებით, აღნიშნული მოსწავლეების სკოლიდან გადასვლა გაცდენებს უკავშირდებოდა.
"ნამდვილად ჩვენი მოსწავლეები იყვნენ, ვერ ვიხსენებ რომ მათ კონფლიქტი ჰქონიათ"- აცხადებს ბარაბაძე.
მასალის გამოყენების პირობები






